Thursday, July 08, 2010
Friday, July 02, 2010
Thursday, July 01, 2010
From Georgian newspaper "Resonans daily"
ლადო ფოჩხუა: ესსე მშვენიერი ფორმაა, რომელიც საზოგადოების ინტელექტუალურ ელიტას აძლევს საშუალებას, გამართოს დიალოგი თავად საზოგადოებასთან და მასზე, უკეთესი კუთხით, ზეგავლენა მოახდინოს. მაგალითად, ჟურნალი "ნიუ-ორკერი" ყოველკვირეულად აქვეყნებს გასაოცარ ესსეებს სხვადასხვა თემაზე, დაწყებული სპორტიდან, დამთავრებული ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებით...
ეს ჟურნალი მე ყოველკვირეულად მანიჭებს ინტელექტუალურ სიხარულსა და სააზროვნო (საფიქრალ) საკვებს... არ ვიცი, როგორ დგას ამ კუთხით საქმე საქართველოში...
- რას კითხულობთ?
- ვკითხულობ უამრავ წიგნს ერთდროულად. ახლა ესაა: სიმონ შამა "პეიზაჟი და მახსოვრობა", დავე ეგერსი "მობარბაცე გენიოსის გულისგანმგმირავი ნაშრომი", ჰენრი ადამსი "ტომი და ჯეკი" - წიგნი ჯაკსონ პოლოკსა და მის მასწავლებელ თომასზე - თომას ჰარტ ბენტონზე და, რა თქმა უნდა, მრავალი სპეციალიზებული წიგნი ხელოვნების ტექნიკის და თეორიის შესახებ.
გთავაზობთ ლადო ფოჩხუას ესსეს, რომელსაც პირობითად, "მეხსიერება" ვუწოდეთ.
ქეთევან ქურდოვანიძე
მეხსიერება, ვფიქრობ, სწორედ ისაა, რამაც ბედნიერი ევოლუციის პროცესში ჩვენი დაკარგული კუდი სამუდამოდ ჩაანაცვლა. ის, ჩვენს მოძრაობებსა და, მათ შორის, მიგრაციასაც განაპირობებს. ამის გარდა, ჩვენს მოგონებებში არის რაღაც, რაც მკვეთრად პირველყოფილია. შესაძლოა, მიზეზი ისაა, რომ ეს პროცესი არასდროსაა სწორხაზოვანი. ალბათ რაც უფრო მეტი ახსოვს ადამიანს,მით მეტად ახლოსაა სიკვდილთან.
იოსებ ბროდსკი
"ერთზე ცოტა", რჩეული ესსეები. 1986
ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ პანდორას მიერ ყუთიდან გათავისუფლებულ "მშვენიერ სიავეთა" შორის ერთ-ერთი ნიჭი ნათელი, ძლიერი, უცვლელი მეხსიერება გახლდათ. ასეთი სახის მეხსიერებას თავს ვერასდროს დავაღწევთ. იგი გვიცავს აწმყოში აღმოცენებული დაგრაგნილი ბარელიეფების გამოხატულებებისა და წარსულში განცდილი ფიზიკური შეგრძნებების აღდგენისაგან. ისეთ მეხსიერებას, რომელიც ამავე სახეობას მიეკუთვნება, შეუძლია გვაიძულოს, თვალები დავხუჭოთ და წარსულში ჩავიძიროთ მანამ, სანამ აწმყო არ გაქრება.
მე შემიძლია უმნიშვნელო დეტალების, წვრილმანების დამახსოვრება. წლების განმავლობაში ვერ ვიაზრებდი, როგორ ჩამერთო ეს უნარი ჩემსავე შემოქმედებაში. დილემის წინაშე ვიდექი, ვინაიდან არ ვიცოდი, თუ როგორ გამომეყენებინა ყოველდღიური მოგონებები, მოვლენები, ისტორიები, რომლებიც ჩემს გონებაში ირეოდნენ, ვინაიდან ვიცოდი, რომ, ამავე დროს ვიყავი მსოფლიოს პერიფერიულ ნაწილში მცხოვრები, ცალკეული ადამიანი. ვერ ვაცნობიერებდი, როგორ უკვდავმეყო ჩემ გარშემო არსებული ჩვეულებრივი გარემო და ყოველივე ეს მხატრული ენით გამომეხატა.
დედაჩემის ოჯახური ალბომი მისი გარდაცვალების შემდეგ მოვლენებისა და იმ ადამიანების ფოტოსურათების გამოფენად იქცა, რომელთაგან არც ერთი ცოცხალი აღარ არის. ჩემი ოჯახის წარსულის ამსახველ ფოტოებზე სამხედრო ფორმებში გამოწყობილ წინაპრებს, პიკნიკზე მყოფ ქალებსა და ბავშვებს, მშვენიერ ხეივანში მოსეირნე ადამიანებს, ზღვაში მოჭყუმპალავე ახალგაზრდებს წავაწყდი. აქვეა ასახული, თუ როგორ აღნიშნავდნენ დღესასწაულებს, რომლებიც დიდი ხნის წინ დასრულდა საბჭოთა კურორტების გამოსახულებებთან ერთად. წარმომავლობის შეგრძნებამ წარმოშვა კითხვა - რატომ უნდა გამოვიყენო მხოლოდ საკუთარი ოჯახი?
დარწმუნებული ვარ, რომ ის უცნაური შეგრძნება, რომელიც ძველი ფოტოების დათვალიერებისას გეუფლება, ახალი სულაც არ არის, მაგრამ მას შემდეგ, რაც სხვადასხვა ქვეყანაში ვიცხოვრე, განსხვავებულ კულტურულ სივრცეებს გავეცანი, მივხვდი, რომ მე-20 საუკუნეში გადაღებული ცალკეული ადამიანების ფოტოსურათები საოცრად ჰგავს ერთმანეთს. პირადი და ოჯახური ცხოვრება, განათლება, უქმეები, დასვენება, ჯარში სამსახური - მიუხედავდ პროპაგანდის წნეხისა (რომელიც უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში არსებობდა და ხელს უწყობდა ერების გახლეჩასა და დანაწევრებას), ცალკეული ინდივიდების ცხოვრების ამსახველი ფოტოები გამაოგნებლად ჰგავს ერთიმეორეს. მეგობრების არქივებში, ბაზრობებზე, წიგნებისა და ანტიკვარის მაღაზიებში თავმოყრილი ფოტოების დახარისხებისას მივხვდი, რომ შემეძლო ჩანაწერის გაკეთება, სადაც ხალხებსა და ომებს ერთ სივრცეში მოვაქცევდი.
მე მსურდა, ანონიმური ფოტოგრაფიისთვის ახალი ცხოვრების საშუალება მიმეცა და არცთუ შორეულ წარსულში არსებული ხელოვნების დახმარებით მომავალი განმესაზღვრა.
ფოტოგრაფია სწორედ ასეთი სახის ქმედებებს უწყობს ხელს. როგორც რონალდ ბარტი აცხადებს "კამერა ლუსიდაში": "შესაძლოა, ჩვენში ღრმად აქვს წარსულის, ისტორიის უარყოფას ფესვები გადგმული. ფოტოგრაფია ამ უარყოფის დაძლევაში გვეხმარება. ამ დროიდან წარსული ისეთივე ჭეშმარიტებაა, როგორიც აწმყო, ჩანაწერი ისეთივე უტყუარია, როგორიც ის, რასაც ვეხებით. ეს მოიტანა ფოტოგრაფიამ და განაპირობა მსოფლიო ისტორიის დაყოფა".
არქივებში დახარისხებული ფოტოსურათები შეგვეძლო ხელოვნების ცალკეულ მიმართულებად მიგვეჩნია, მაგრამ ეს მაყურებელს გზიდან ააცდენდა. მე ამ ფორმის ნაშრომში მხატვრული გამოსახვითი ხელოვნება გამოვიყენე, რათა ფოტოობიექტი გამეძლიერებინა და მონუმენტურ პრეზენტაციად მექცია.
შეგროვებულმა ფოტოებმა მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა ნაშრომზე. ერთ-ერთი ფოტოსურათის საშუალებით კი შეგვიძლია, მთლიანი პროექტის არსს ჩავწვდეთ.
ბუდაპეშტში, ბაზრობაზე, ერთი პატარა, შავ-თეთრი ფოტო შევიძინე, სადაც 8 ახალგაზრდა, თეთრ კაბაში გამოწყობილი გოგონა დარბაზში საცეკვაო მოძრაობებს აკეთებს. მზიანი დღეა, თავებთან 8 ფრენბურთის ბურთი მოუჩანთ - მხიარული, ჩვეულებრივი ფოტოა. მსგავსი რამ ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ სკოლაში შეიძლებოდა მომხდარიყო. სურათის მეორე მხარეს წარწერა აღმოვაჩინე, რომელმაც შემძრა: 1939 წელი, 30 აგვისტო, ბუდაპეშტი. ეს უკვე აღარ არის სკოლის ბანალური სურათი, თარიღი კი იმგვარადაა მნიშვნელოვანი, რომ 24 საათის შემდეგ მეორე მსოფლიო იწყება, რომელიც მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს, ათობით ქალაქს დაანგრევს, ამ ქალაქში კი, სადაც ეს სურთი გადაიღეს, ეს პროექტი დაიბადა.
როდესაც სურათს შევხედე, ფიქრი დავიწყე და სურვილი გამიჩნდა, ჩემთან ერთად საზოგადოებასაც ემსჯელა: იცოდა თუ არა ამ ხალხმა, რომ ომისთვის მზადება მიმდინარეობდა? იქნებ ინფორმაცია რადიოს, გაზეთების, ტელევიზიის საშუალებით მიიღეს? ან იქნებ ოჯახებთან ერთად პირველი მსოფლიო ომის დროს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების პერსპექტივის აღმოცენებას ზეიმობდნენ? შესაძლოა, დაზაფრულებიც კი იყვნენ და ზოგიერთმა მათგანმა ისიც იცოდა, რომ წასვლა მოუწევდა, მათი ოჯახის წევრები კი შეშინებულები იყვნენ.
ვინ იცის, იქნებ ამ სურათის გადაღებისას თვალები დახუჭეს, რათა ის დღე შეეგრძნოთ, რომელიც, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, 1939 წლის 30 აგვისტო იყო.
ნეტარი ავგუსტინი წერს: "მაშ, რა არის დრო? თუ არავინ მკითხავს, მაშინ ვიცი, ეს რაც არის, მაგრამ თუ მოვინდომებ, მას ავუხსნა ეს, ვინც მეკითხება, მაშინ არ ვიცი".
წუთი ნახატში, რომელიც შევქმენი, განპირობებულია რეალური ობიექტით - ფოტოსურათზე აღბეჭდილი თარიღით, ამიტომ მას ეწოდა: "1939 წლის 30 აგვისტო". აუდიტორიას ვაცნობე, რომ ამ ნახატის თემა დროსთანაა კავშირში. ნახატს შეგვიძლია შევეხოთ, ციფრულ ფორმატში გადავიტანოთ, დავბეჭდოთ კატალოგის სახით, გამოფენაზე გავიტანოთ, მაგრამ ნახატზე აღბეჭდილი მოვლენის ჩვენეული წარმოსახვა ყოველთვის 1939 წელთან დაგვაკავშირებს.
დღე, როდესაც ფოტო გადაიღეს, ნახატი შეიქმნა და წუთებიც კი, რომლებიც ამ ტექსტის კითხვას მოვანდომეთ, წარსულისკენ მიექანება. ჩემი, როგორც ხელოვანის, სურვილია, ის წუთი გავყინო, რომელიც მომავლის პროგნოზს შეძლებს. ამის მიღწევა კი საკმაოდ რთულია.
თარგმნეს და მოამზადეს
ქეთევან ქურდოვანიძემ და
ნინო მაისურაძემ
Monday, May 24, 2010
Wednesday, April 14, 2010
Friday, February 26, 2010
Tuesday, February 16, 2010
Monday, February 15, 2010
Tuesday, February 09, 2010
Wednesday, January 13, 2010
Thursday, November 05, 2009
Tuesday, October 20, 2009
From an article in The Jakarta Post

The Dark Day
mixed media on canvas, 20/40cm, 2009
"Czech artist Veronika Holcová’s The Pilgrimage shows a figure going over a dark landscape, while her series of Diary Records combines the real world with notes of the memories. Lado Pochkua paints The Dark Day while Jitka Mikulicová ‘s painting of The Bride and Ana Riaboshenko’s blood stained paintings of Dogs and Rats convey a similar mood."
full article here.
Thursday, October 15, 2009
30th August 1939 or Future Seeking Memories
Memory, I think, is a substitute for the tail that we lost for good in the happy process of evolution. It directs our movements, including migration. Apart from that there is something clearly atavistic in the very process of recollection, if only because such a process never is linear. Also, the more one remembers, the closer perhaps one is to dying.
Joseph Brodsky, Less than One: Selected Essays. 1986
I have always been sure that among the “beautiful evils” released by Pandora from her box was the gift of a bright, strong, unfailing memory: the type of memory that never releases us, screening us from the present behind a scrolling bas-relief of images and recollections of physical sensations of the past. Possession of this type of memory can make us close our eyes and sink into the past until we forget the present.
I have a memory for the minutiae, and for many years I did not know how to include it in my art. My dilemma was how to use the everyday memories, events, and stories crowding in my mind, while at the same time I knew myself to be a single person living on the periphery of the world – I could not reconcile how to monumentalize the ordinary around me in artistic language.
My mother’s family album became, upon her death, a parade of photographed activity among people, not a single one of whom is alive. Among the images of my own family’s past I found photographs of ancestors in war uniforms, women and children on picnics, promenading on beautiful alleys, splashing each other in the warm sea, celebrating holidays that have ended a long time ago in images of Soviet resorts, and out of this collected ephemera emerged the question – why should I use only my family?
I am sure the odd sensation of looking at old photographs is not a new one, but after living in several countries and different cultural spaces, I found that the private photography of the 20th century contains an amazing similarity of themes. Private lives, family lives, education, holidays, relaxation, service in the army – despite the pressures of propaganda in the last hundred years, wherein nations were encouraged to run from each other and divide, images of individual lives resemble each other to a startling degree. As I sorted through photographs from friends’ archives, flea markets, bookstores and antique shops, I realized that I could make a record of the collective space, through years, nations and wars. My motivation was both the desire to give anonymous photographs a second life and to project the future through artistry of the not-so remote past.
Photographs are the most likely material for this type of activity. As Roland Barthes postulates in his Camera Lucida, “Perhaps we have an invincible resistance to believing in the past, in History, except in the form of myth. The Photograph, for the first time, puts an end to this resistance: henceforth the past is as certain as the present, what we see on paper is as certain as what we touch. It is the advent of the Photograph…which divides the history of the world.” Photographs alone, collected and catalogued in a completed archive, could be its own form of art, but this would lead the viewer on another path, and in this body of work I used the language of painting to strengthen the photographic object into a monumental presentation.
Found photographs have impacted this work dramatically, and one photograph in particular illustrates the project as a whole. In the Budapest flea market I bought a small black and white photograph, which showed eight young girls striking a dancer’s pose in gym class, in white dresses, on a sunny day, holding over their heads eight matching volleyballs - a happy and somewhat ordinary image that could have happened in any school of the era. What struck me, however, was on the other side is the handwritten caption: 30 August 1939, Budapest – and in that confrontation of banal school photographs and the date, memorable because in twenty four hours World War II begins, the result of which a million people and tens of cities will be ruined, and in that city where this photograph was taken, that is the birth of this project. When looking at this photograph, I started to think, and wanted my audience to wonder with me: did they know about the preparations for the war, from the newspapers, radio, and cinema-scopes? Did they celebrate with their families the opportunity to return territories lost in the First World War? Or were they terrified, perhaps some among them knowing they would be leaving soon and their families were scared; and for this photograph are they closing their eyes to concentrate only on the present day, which in this case, was August 30, 1939?
St Augustine wrote, “What then is time? If no one asks me, I know what it is. If I wish to explain it to him who asks, I do not know.” The moment the painting I made, created from the real object of the date on the photograph, was named “August 30, 1939,” I gave my audience to understand that as a subject, the painting’s subject will have a relationship to time. The painting itself can be touched, transferred to digital format, printed in catalogues, exhibited; but our imagination of the event in the painting will always be channeled to 1939. But the date when this photograph was taken, the painting was created, and even the moment this text is read, those moments slide into the past. My motivation as an artist is the desire to freeze a moment that prognosticates the future, and it is almost unbearably hard to achieve.
Lado Pochkhua, October 13, 2009

















